10/05/2021 10/05/2021 ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აცხადებს, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს. ამასთან, მეუფე დიმიტრმა კომენტარი გააკეთა დავით გარეჯთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. „ძალადობა ყოვლად დასაგმობია ეს ლამაზი არი იყო. დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი...
10 Μαΐου, 2021 - 17:45

მეუფე დიმიტრი – მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს

Διαδώστε:
მეუფე დიმიტრი – მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აცხადებს, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს.

ამასთან, მეუფე დიმიტრმა კომენტარი გააკეთა დავით გარეჯთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„ძალადობა ყოვლად დასაგმობია ეს ლამაზი არი იყო. დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი რამ გასათვალისწინებელია. ამ ყველაფერს ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს, თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები.

თქვენ იცით, ივერი მელაშვილი მყავს მხედველობაში – არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე და იქნება აუარებელი ჩასული მომლოცველი. ცხადია, შენი ხელის მოწერის შემდეგ, იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, სალოცავში აღარ უშვებენ მომლოცველებს, ჩადიხარ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკით მედიასთან ერთად, იცით, რომ უსიამოვნება მოჰყვებოდა, ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს.

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიას, აქ ჩართულია სინოდი, კომისიაა შექმნილი. წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს მეუფე სტეფანეს“,- განაცხადა მეუფე დიმიტრმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმა მოხდა, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

1 tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων