28/05/2019 29/05/2019 მშვიდობიანად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რადგან დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა განუცხადა, რომელიც სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. დავით გარეჯში აქციის “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მეუფემ აღნიშნა, აქცია მშვიდობიანია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ დავით გარეჯი...
28 Μαΐου, 2019 - 11:45
Τελευταία ενημέρωση: 29/05/2019 - 21:50

მეუფე ეფრემი – დავით გარეჯი, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება

Διαδώστε:
მეუფე ეფრემი – დავით გარეჯი, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება

მშვიდობიანად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რადგან დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა განუცხადა, რომელიც სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. დავით გარეჯში აქციის “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მეუფემ აღნიშნა, აქცია მშვიდობიანია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

“დავით გარეჯში, ჩვენს უწმინდეს და ისტორიულ ადგილზე შეიკრიბა ერი და ბერი, სამღვდელოება, მორწმუნენი, უამრავი ქართველი ადამიანი იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავადასტუროთ, რომ დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, საქართველოს უდიდესი სულიერი საგანძურია და ამის დათმობას, ქართველი ადამიანი არაფრის ხარჯზე, არანაირ ფასად არ აპირებს. ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების მიმართ, შინაურების მიმართ და ესაა ჩვენი მშვიდობიანი შეკრების მიზანი. რა თქმა უნდა, ერთობით და ჩვენ შეგვწევს ძალა ყოველთვის გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ერთად დავდგეთ”, – აღნიშნა მეუფე ეფრემმა.

რაც შეეხება დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე პატრიაქის გუშინდელ განცხადებას, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ ქართველებს ეყოფათ გონიერება, რომ უპირველეს ყოვლისა პატრიარქს მოუსმინონ.

“ჩვენი შეკრება არანაირად არაა გათვლილი პროვოკაციაზე, ჩვენ გვეყოფა იმდენი გონიერება, იმისთვის, რომ მოვუსმინოთ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პატრიარქს. მაგრამ მოთმინება არ ნიშნავს უმოქმედობას. ეს არის მშვიდობიანი აქცია და პირიქით, ამით ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ერის შინაგან სურვილს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მიდის ორ ქვეყანას შორის დასრულდეს არა საზიანოდ, არამედ ორივე მხარის საკეთილდღეოდ. მაგრამ ის, რომ დავით გარეჯი, ცალსახად და ისტორიული სამართლიანობით, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ეს გადახედვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა მეუფემ.

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων