30/03/2020 30/03/2020 ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიჩნევს, რომ ის სასულიერო პირი, რომელიც არსებულ ვითარებაში მრევლს მოუწოდებს, რომ ეკლესიაში არ მივიდეს, ასეთი ადამიანი სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა მრევლს ლოცვისკენ და თუ აუცილებელი არ არის, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მთავრობას კი, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მადლობა გადაუხადა. მეუფე იაკობმა...
30 Μαρτίου, 2020 - 18:47

მეუფე იაკობი სასულიერო პირებს მოუწოდებს, იყვნენ ღრმადმორწმუნეები და არა მცირედმორწმუნეები

Διαδώστε:
მეუფე იაკობი სასულიერო პირებს მოუწოდებს, იყვნენ ღრმადმორწმუნეები და არა მცირედმორწმუნეები

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიჩნევს, რომ ის სასულიერო პირი, რომელიც არსებულ ვითარებაში მრევლს მოუწოდებს, რომ ეკლესიაში არ მივიდეს, ასეთი ადამიანი სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა მრევლს ლოცვისკენ და თუ აუცილებელი არ არის, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მთავრობას კი, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მადლობა გადაუხადა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რადგან კარანტინი არ გამოცხადდეს.

“მგონია, სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში, სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. მე მოვუწოდებდი, რომ ნუ იქნებიან მცირედ მორწმუნეები და ღრმად მორწმუნები იყვნენ. ასევე, ვთხოვთ, ჩვენ მრევლს, რომ როცა არ არის აუცილებელი ქუჩაში საერთოდ ნუ გავლენ. დავიცვათ წესები. ვხედავ და თბილისშიც ვუყურებ, რომ კარანტინისკენ მივდივართ და ეს იქნება ჩვენი ბრალი. მე მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს და იმ ადამიანებს ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. ხშირად ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არაფერია, მთავარია ჯანმრთელობა გვქონდეს და ღვთის სასოება არ დავკარგოთ”, – აღნიშნა მეუფემ.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων