24/11/2020 24/11/2020 ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. მისი თქმით, რეგულაციებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძრები არ დაიკეტება. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ. “ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო....
24 Νοεμβρίου, 2020 - 16:51

მეუფე იოანე – ტაძრები არ დაიკეტება

Διαδώστε:
მეუფე იოანე – ტაძრები არ დაიკეტება

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. მისი თქმით, რეგულაციებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძრები არ დაიკეტება.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ.

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროთ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ”, -განაცხადა მეუფე იოანემ.

მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, – ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნებს.

მისი თქმით, არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და მათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა. მეუფე ასევე აცხადებს, რომ „ხმებით თამაში ყოველთვის იყო“.

„არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.
dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων