17/05/2019 17/05/2019 ოჯახის დალოცვისა და კურთხევის მიმართ არის ან დაცინვა ან ცინიკური დამოკიდებულება ან საერთოდ იგნორირება. რაც წინა წლებშიც ხდებოდა – 15-20 კაცის გამოსვლა, რომელიც მომხრეა გარყვინელების და 100 და 2000 კაცის მიჩქმალვა, ამას დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვას“, – ამის შესახებ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ჩატარებული პარაკლისის შემდეგ...
17 Μαΐου, 2019 - 19:52

მეუფე იოანე – ქადაგება ისეთი ურთიერთობების, რომლიდანაც ოჯახი არ იქმნება და არც მრავლდება, დამღუპველია ჩვენი ერისათვის

Διαδώστε:
მეუფე იოანე – ქადაგება ისეთი ურთიერთობების, რომლიდანაც ოჯახი არ იქმნება და არც მრავლდება, დამღუპველია ჩვენი ერისათვის

ოჯახის დალოცვისა და კურთხევის მიმართ არის ან დაცინვა ან ცინიკური დამოკიდებულება ან საერთოდ იგნორირება. რაც წინა წლებშიც ხდებოდა – 15-20 კაცის გამოსვლა, რომელიც მომხრეა გარყვინელების და 100 და 2000 კაცის მიჩქმალვა, ამას დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვას“, – ამის შესახებ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ჩატარებული პარაკლისის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალ თაობას თავზე ნუ მოახვევენ საუკუნეების მანძილზე საზოგადოების ცნობიერების მიღმა დატოვებულ პირად ურთიერთობებს, რომელშიც არავინ არ იჭრება, მაგრამ საზოგადოებისთვის თავზე მოხვევა ასეთი ურთიერთობის, რომელიც ღვთისაგან დაგმობილია, როგორც უდიდესი ცოდვა, იმის მაგივრად, რომ ამ ცოდვიდან გამოვიდეს ადამიანი, ხდება წაქეზება ამ ცოდვისაკენ მომავალი თაობის. ეს არასოდეს არ ყოფილა საუკუნეების მანძილზე, ამით დღევანდელი ცივილიზაცია განსხვავდება მთელი კაცობრიობის ისტორიისგან, რომ არასოდეს არ ხდებოდა ამის პროპაგანდა, ეს იყო პირადი საქმე თითოეული ადამიანის და არავინ მის პირად გადაწყვეტილებაში არ ერეოდა, მაგრამ თავზე მოხვევა და მცდელობა, პროპაგანდა, რომ ასე აღზარდო, ეს არასოდეს არ ყოფილა. ამიტომ მართებულია, რომ ჩვენ სიწმინდე, ღვთის კურთხევა წინ დავაყენოთ და კიდევ გავახსენოთ, რომ ოჯახი ღვთისკურთხეულია, მისგან შვილიერება კურთხეულია და ერი, რომელიც არ მრავლდება აღიგავება ქვეყნის პირიდან. ასე, რომ ქადაგება, ისეთი ურთიერთობების, რომლიდანაც, ბუნებრივია, ბავშვი არ იბადება, ოჯახი არ იქმნება და არც მრავლდება, დამღუპველია ჩვენი ერისათვის, ეს იცოდეს ყველამ“, – განაცხადა რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων