08/12/2019 08/12/2019 მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი პოზიცია მგონი, ყველამ იცით, მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, – აღნიშნა მეუფემ. რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომას, როგორც მეუფე ამბობს, კონკრეტული თარიღი, როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, მისთვის უცნობია. მეუფე მელქისედეკის თქმით,...
08 Δεκεμβρίου, 2019 - 17:34

მეუფე მელქისედეკი – მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

Διαδώστε:
მეუფე მელქისედეკი – მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი პოზიცია მგონი, ყველამ იცით, მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, – აღნიშნა მეუფემ.

რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომას, როგორც მეუფე ამბობს, კონკრეტული თარიღი, როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, მისთვის უცნობია. მეუფე მელქისედეკის თქმით, ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გადაწყვეტს.

„წმინდა სინოდის მოწვევა არის მისი უწმინდესობის პრეროგატივა, როგორც ჩათვლის მისი უწმინდესობა საჭიროდ, ისე იქნება“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων