15/03/2021 15/03/2021 ჩემი პოზიციაა, რაც სინოდმა დაადგინა, ესაა ჩემთვის კანონი – ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი ვაქცინა გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანებს სხვადასხვანაირი ორგანიზმი აქვს – ვიღაცა რაღაცა წამალს აიტანს, ვიღაც კი ვერ აიტანს. “ნებისმიერ ადამიანს თავისუფალი ნება...
15 Μαρτίου, 2021 - 15:55
Τελευταία ενημέρωση: 15/03/2021 - 23:25

მეუფე მიქაელი – მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი ვაქცინა გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ

Διαδώστε:
მეუფე მიქაელი – მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი ვაქცინა გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ

ჩემი პოზიციაა, რაც სინოდმა დაადგინა, ესაა ჩემთვის კანონი – ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი ვაქცინა გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს სხვადასხვანაირი ორგანიზმი აქვს – ვიღაცა რაღაცა წამალს აიტანს, ვიღაც კი ვერ აიტანს.

“ნებისმიერ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, შეუძლია გაიკეთოს, ან არ გაიკეთოს ეს ვაქცინა. ეჭვი არის, რომ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადამიანზე, შეიძლება უარყოფითად… იცით რა არის? ჩვენ სხვადასხვანაირი ორგანიზმი გვაქვს, ვიღაცა რაღაცა წამალს აიტანს, ვიღაცა ვერ აიტანს, რადგან ბოლომდე კარგად არაა ჩამოყალიბებული. აი, მაგალითად, დანიამ, ნორვეგიამ შეაჩერეს. ჩემი პოზიციაა, რაც სინოდმა დაადგინა, ესაა ჩემთვის კანონი! ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, ვისაც გექნებათ სურვილი გაიკეთეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, არ გაიკეთოთ. ასევე თქვენ, ასევე მე”, – განაცხადა მეუფემ.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων