30/12/2019 30/12/2019 ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, ახლა რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ფაქტობრივად, ხომ იცით ყველამ, რომ პრეზიდენტს სხვა პერიოდებთან შედარებით შეზღუდული აქვს უფლებები, ერთ-ერთი რაც დარჩა, ეს არის შეწყალება შეუზღუდავად. ახლა თვითონ უნდა მიიღოს...
30 Δεκεμβρίου, 2019 - 11:41
Τελευταία ενημέρωση: 30/12/2019 - 11:42

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე – ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე – ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი

ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, ახლა რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ფაქტობრივად, ხომ იცით ყველამ, რომ პრეზიდენტს სხვა პერიოდებთან შედარებით შეზღუდული აქვს უფლებები, ერთ-ერთი რაც დარჩა, ეს არის შეწყალება შეუზღუდავად. ახლა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ხომ ვთხოვეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, ახლა რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი.

პრეზიდენტის უფლება ნიშნავს იმას, რომ იგი არ არის ვალდებული, ანგარიში ჩააბაროს ვინმეს, რატომ იწყალებს, ან რატომ არ იწყალებს ადამიანს. ეს არის ერთი, რაც თემად იქცა, რომ ახლა მაინცდამაინც მამალაძე, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში სხვა პატიმრებიც არიან, სხვა შემთხვევებია და ჩვენ მარტო მამალაძეზე კი არ ვთხოვთ, სხვა შემთხვევებიც არის. რაც დაიწყო და რაც მოხდა, იმაზე მეტი სკანდალი რა უნდა მოხდეს. თუ საპატრიარქოს გულისხმობთ, პრეზიდენტი თუ საპატრიარქოს იცავს ამითი, აბსურდული არის. ეს არის ის საკითხი, რომელზე აზრის გამოთქმა შეუძლებელია თუ არ იცი, ანუ ვარაუდების გამოთქმა შეუძლებელია“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων