20/12/2019 20/12/2019 პირველივე დღიდან ვცდილობდით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან რაღაცნაირად გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ვერ ხედავს დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს. „რამდენჯერმე მქონდა მასთან პირადი შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით,...
20 Δεκεμβρίου, 2019 - 10:30

მეუფე ნიკოლოზი – ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

პირველივე დღიდან ვცდილობდით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან რაღაცნაირად გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ ხედავს დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს.

„რამდენჯერმე მქონდა მასთან პირადი შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, არ გვქონია პირადად კონტაქტი. იცით რა, მე ასე მგონია, რომ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია ეს. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი შეწყალებაზე, როცა ქვეყანა ასე ელოდება. მე დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება მამალაძეს, ჩვენ პირველივე დღიდან ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება. ჩვენ არც გამოძიების წარმოება შეგვიძლია დამოუკიდებლად“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων