მეუფე ნიკოლოზი: ვფიქრობთ ასე გადავწყვიტოთ, რომ ვინც ვაქცინას გაიკეთებს ან არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არც ერთს ჩამოვართმევთ
ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, სადაც დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება.
„ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობთ, ჩვენ ასე გადავწყვეტთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არც ერთს არ ჩამოვართმევთ.
ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია საღვთისმეტყველო საკითხი არ არის. ამიტომ, საღვთისმეტყველო არ არის, ვინმეს დავაძალოთ ვაქცინაცია და კატეგორიულად ვუთხრათ, რომ თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები, ეს არასწორია. თუმცა, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ საქართველოში. ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინას გაიკეთებენ, ღმერთისა და ხალხის მტრად არ გამოაცხადებენ. მას ასევე კითხვით მიმართეს, თავად გაიკეთებს თუ არა ვაქცინას.
„პირადად მე რაც შემეხება, ვაქცინის გაკეთება, ვინმესთვის თუ ნუგეშისმომგვრელი იქნება, თქვენ წინაშე გავიკეთებ. არ მეშინია ვაქცინის გაკეთების, მაგრამ თუ ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება, არ გავიკეთებ, რადგან არასდროს არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია. ჩემი ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ მჭირდება. ბავშვობის მერე ვაქცინა საერთოდ არ გამიკეთებია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










