08/06/2021 08/06/2021 პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები და იღებენ, ეზოში რა ხდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პოლიციას მიმართავს თხოვნით, რომ შენობის დაცვა მოხდეს. „მოვუწოდებ სამართალდამცველებს, გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჭირდება...
08 Ιουνίου, 2021 - 17:36

მეუფე ნიკოლოზი – პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები, იღებენ, რა ხდება ეზოში

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები, იღებენ, რა ხდება ეზოში

პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები და იღებენ, ეზოში რა ხდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პოლიციას მიმართავს თხოვნით, რომ შენობის დაცვა მოხდეს.

„მოვუწოდებ სამართალდამცველებს, გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჭირდება გამოძიება. მე ეპარქიის მმართველი ვარ, ჩემს ეპარქიაში ხდება ეს. მე, როგორც ეპარქიის მმართველი, არ ვიცი, სისხლის სამართლის დანაშაული ეს თავისებური სპეციფიკური მოქმედებაა, რომელსაც სპეციფიკური კვლევა სჭირდება. მოვუწოდებ სამართალდამცველებს გამოიძიონ და პასუხები მათ გაგცენ. მე მქონდა ინფორმაცია, რომ არანაირი დასჯის მეთოდები არ ყოფილა. ახლა ინფორმაციას ველოდები შსს-სგან. პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები და იღებენ, ეზოში რა ხდება. მე პოლიციას მივმართე თხოვნით, გააბან რკინის ღობე ან რამე ლენტი, დადგეს პატრულის მანქანა და დაიცვას წესრიგი. ჩივილს არ ვაპირებ, მათ შორის არც პოლიციისთვის, მაგრამ მოგმართავთ საზოგადოებას, ხელისუფლებას, რა გავაკეთოთ? ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ეკლესიამ, მეუფე სპირიდონი არ არის ამ წუთას ადგილზე, გაემგზავრა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სტრესის გარეშე, ჟურნალისტების მიერ შექმნილი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, სოცმუშაკებმა და ბავშვებმა იმუშაონ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, დღეს ბავშვები ვერ წავიდნენ სკოლაში, რადგან ჟურნალისტების შიში აქვთ.

„თუ შეიძლება, ბავშვებს გავუკეთოთ კორიდორი, შორიდან არავინ გიშლით გადაღებას, ნუ გადაძვრებით ტერიტორიაზე, რადგან არასრულწლოვანი ბავშვები ისტრესებიან თქვენგან“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων