23/11/2022 23/11/2022 არსებობს საეკლესიო წესები, ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა. „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის...
23 Νοεμβρίου, 2022 - 16:52

მეუფე ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე აცხადებს, რომ არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე აცხადებს, რომ არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება

არსებობს საეკლესიო წესები, ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.

„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია, ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა — ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს უკვე გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ —2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ჟურანლისტის კითხვაზე, რომ პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია, – მეუფე ნიკოლოზი პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია გაბუქებულია.

„ტყუილია, გაბუქებულია ეს ინფრმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

1tvge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων