02/04/2020 02/04/2020 წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით შევასრულებთ, – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპიროდონი (აბულაძე) აცხადებს. რაც შეეხება წირვა-ლოცვის დროებით შეჩერებას, მისი შეფასებით, ეს არის ეკლესიის დევნა. „დანარჩენი, ანუ წირვის...
02 Απριλίου, 2020 - 22:01

მეუფე სპირიდონი: – “ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება, ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ”

Διαδώστε:
მეუფე სპირიდონი: – “ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება, ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ”

წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით შევასრულებთ, – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპიროდონი (აბულაძე) აცხადებს.

რაც შეეხება წირვა-ლოცვის დროებით შეჩერებას, მისი შეფასებით, ეს არის ეკლესიის დევნა.

„დანარჩენი, ანუ წირვის გარეთ ჩატარება და ტაძარში ხალხის არ შეშვება (მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის მოთხოვნა დაცული იქნება), მიგვაჩნია მცდელობად მღვდელმთავრისა და სამღვდელოების საკურთხევლიდან და ტაძრიდან და ხალხის ტაძრიდან გამოგდებისა და შესაბამისად მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ. სდექით მტკიცედ და შეურყევლად“, – წერს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων