“მე მჯერა, რომ ქრისტიანულ ევროპას, რომელშიც ქრისტიანობა ცოცხალ რეალობას წარმოადგენს, აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები” – ალბანეთის მთავარეპისკოპოსი
ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი, ერთ-ერთ ინტერვიუში ეხება ევროპის მდომარეობის საკითხს, ახალი გამოწვევების ფონზე. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, გაუძლებს თუ არა, მისი აზრით, ევროპა იმ ზეწოლას, რომელსაც ის დღეს განიცდის, მთავარეპისკოპოსი პასუხობს:
„წინასწარმეტყველური ნიჭი არ მაქვს, მაგრამ ვგონებ, ევროპაში ბევრი ანტისხეულია, რომელიც კრიტიკულ მომენტებში აქტიურდება. ომებით ევროპაში საკუთარი თვითგანადგურებაგამოვიწვიეთ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ დროა ყველანიერთად ვიყოთ, გაერთიანებულები, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ევროპას აქვს ასეთი პოტენციალი და ასეთი ანტისხეულები.
და მე მჯერა, რომ ქრისტიანულ ევროპას, ევროპას, რომელშიც ქრისტიანობა ცოცხალ რეალობას წარმოადგენს, აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, რადგან ის ყოველთვის ფეხზე დგას, მთელი თავისი ტრადიციის სიმდიდრითა და ადამიანების დინამიურობით.
თუმცა, ამ წუთას საქმე საწინასწარმეტყველოდ არ გვაქვს, არამედ გვმართებს მობილიზაცია და სიფხიზლე, რათა უფრო მეტად განვავითაროთ ყველა ის დინამიური ელემენტი, რაც ჩვენში არსებობს.“
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










