15/07/2019 15/07/2019 ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა. „მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის...
15 Ιουλίου, 2019 - 16:16

მიტროპოლიტი გერასიმე გამოდის ინიციატივით, ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს

Διαδώστε:
მიტროპოლიტი გერასიმე გამოდის ინიციატივით, ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. ​ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ყოველი წლის 15 ივლისს აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც სტუმრობენ.

1tv

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων