04/07/2022 04/07/2022 2022 წლის 3 ივლისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აბიტურიენტები დალოცა. მეუფე შიომ აბიტურიენტებს უწმინდესისა და უნეტარესის დალოცვა გადასცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ნაყოფიერი სწავლა, შრომა, უფლის მცნებებით ცხოვრება უსურვა და ბრძანა: ,,გადმოგცემთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას… რა...
04 Ιουλίου, 2022 - 18:16

 მიტროპოლიტმა შიომ კიდევ ერთხელ დალოცა აბიტურიენტები და წარმატება უსურვა მათ ცხოვრების გზაზე.

Διαδώστε:
 მიტროპოლიტმა შიომ კიდევ ერთხელ დალოცა აბიტურიენტები და წარმატება უსურვა მათ ცხოვრების გზაზე.

2022 წლის 3 ივლისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აბიტურიენტები დალოცა.
მეუფე შიომ აბიტურიენტებს უწმინდესისა და უნეტარესის დალოცვა გადასცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ნაყოფიერი სწავლა, შრომა, უფლის მცნებებით ცხოვრება უსურვა და ბრძანა:
,,გადმოგცემთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას… რა თქმა უნდა, გისურვებთ გამოცდების ჩაბარებას, გისურვებთ კარგად სწავლას, მაგრამ, ამასთანავე, როგორც დღევანდელ სახარებაში იყო ნათქვამი, უნდა გახსოვდეთ, რა არის მთავარი. აი, ეს საოცარი სიტყვებია: ,,პირველად ეძიებდეთ ღმერთის სიმართლეს და ცათა სასუფეველს…” თითქოს რთული სიტყვებია, რომ არ იზრუნოთ, რა ჭამოთ და რა სვათ, სინამდვილეში, ეს არ ნიშნავს, რომ დაჯდე და არაფერი აკეთო, პირიქით, შრომისკენ მოგვიწოდებს უფალი. აქ საუბარია პრიორიტეტებზე – შენთვის რა არის უმთავრესი. როცა შენთვის უმთავრესია ღვთისმსახურება, მაშინ ამ ყველაფერსაც სხვანაირად უყურებ, იცვლება შენში დამოკიდებულება მატერიალურისადმი, სიმდიდრისადმი და ამ ყველაფრისადმი…”
მიტროპოლიტმა შიომ კიდევ ერთხელ დალოცა აბიტურიენტები და წარმატება უსურვა მათ ცხოვრების გზაზე.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων