10/12/2025 10/12/2025 როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, აგრეთვე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიების სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება ,,ღირებულებით განათლებასა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებში”. აღნიშნული სასულიერო პირები ამა წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც წარმატებები უსურვა მათ და მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს...
10 Δεκεμβρίου, 2025 - 16:35

მიტროპოლიტმა შიომ ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირები მიიღო

Διαδώστε:
მიტროპოლიტმა შიომ ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირები მიიღო

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, აგრეთვე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიების სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება ,,ღირებულებით განათლებასა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებში”.

აღნიშნული სასულიერო პირები ამა წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც წარმატებები უსურვა მათ და მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, განათლების სამინისტროს და ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων