მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა
2026 წლის 18 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომელიც საქართველოს სტუმრობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვრის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, დაესწრო საქართველოს საპატრიარქოში გამართულ მიღებას, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ გამართა.
მიღებას ესწრებოდნენ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტი როსტისლავი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, პოლონეთის და ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიღებაზე წარმოადგენდნენ ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ასევე თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი.
პატრიარქი შიო გულთბილად მიესალმა მაღალ სტუმრებს და მადლობა გადაუხადა მათ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რაშიც ის ხედავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდაჭერას მისთვის ახალი წინამძღვრის დადგინების რთულ პერიოდში. პატრიარქმა შიომ აღნიშნა, რომ მისმა წინამორბედმა, ღვთივმიცვალებულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, თავისი წინამძღვრობის მრავალწლიან პერიოდში იგი დიდ სიმაღლეზე აიყვანა. საქართველოს ეკლესიის ახალ მეთაურს მოუწევს ამ მაღალი დონის მსახურების შენარჩუნება და ამიტომ ითხოვა ელოცათ მისთვის და მისი სამწყსოსთვის. ახლადარჩეულმა კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა ეპისკოპატის, სამღვდელოებისა და ერისკაცების ერთობის განმტკიცება პატრიარქ ილიას მემკვიდრეობაზე დაყრდნობით.
მიტროპოლიტმა ამბროსიმ მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს და მას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა გადასცა.
თავის გამოსვლაში მეუფე ამბროსიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მიაგებს პატივს ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რომლის ღირსეული მემკვიდრეც გახდა უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ასევე დიდ პატივს სცემს მრავალრიცხოვან ქართველ წმინდანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გაბრწყინდენ. იერარქმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმკიცდება და საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს ღვთის შეწევნა უსურვა მის მაღალ მსახურებაში.
მიღების დასასრულს, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
იმავე დღეს სტუმრები, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, საქართველოს პრეზიდენტმა მ. ყაველაშვილმა მიიღო.
თბილისში, ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტმა ამბროსიმ და დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვის თანხლებით, მოინახულეს ღირსი გაბრიელის (ურგებაძე) საცხოვრებელი ადგილი და მოილოცეს მისი სახლის ეზოში პირადად ღირსი მამის მიერ აშენებული ტაძარი. შემდეგ მიტროპოლიტი ამბროსი და მისი თანმხლები პირები ეწვივნენ ალექსანდრე ნეველის სახ. რუსულ ეკლესიას, სადაც ილოცეს წმინდა მღვდელთმთავარ ზინობის (მაჟუგა), სქემაში სერაფიმეს, თეთრიწყაროს მიტროპოლიტის აკლდამასთან და ასევე ლიტია აღავლინეს არქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) საფლავზე.
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სტუმრებისთვის მოეწყო სიწმინდეების მოლოცვა საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და მის ახლომდებარე სამთავროს მონასტერში, სადაც განისვენებენ წმინდა მოციქულთასწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ასევე – ღირსი გაბრიელ სამთავროელის ნეშტი.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










