19/03/2024 19/03/2024 2024 წლის 16 მარტს რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში აღასრულეს მორავიჩის ეპისკოპოსის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან სერბეთის პატრიარქის წარმომადგენლის, მოსკოვში სერბეთის მეტოქიონის იაუზის კარიბჭესთან მდებარე წმინდა თავთამოციქულთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრის ანტონის წესის აგება. განსვენებული მღვდელთმთავრის ანდერძის თანახმად, იგი დაიკრძალა ამ ტაძრის გალავანში, რომლის წინამძღვარიც იყო...
19 Μαρτίου, 2024 - 15:04

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

Διαδώστε:
მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

2024 წლის 16 მარტს რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებმა მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში აღასრულეს მორავიჩის ეპისკოპოსის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან სერბეთის პატრიარქის წარმომადგენლის, მოსკოვში სერბეთის მეტოქიონის იაუზის კარიბჭესთან მდებარე წმინდა თავთამოციქულთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრის ანტონის წესის აგება.

განსვენებული მღვდელთმთავრის ანდერძის თანახმად, იგი დაიკრძალა ამ ტაძრის გალავანში, რომლის წინამძღვარიც იყო 22 წლის განმავლობაში.

დაკრძალვაში მონაწილეობდნენ: სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მრავალი სასულიერო პირი და მრევლი; ასევე, გარდაცვლილი ეპისკოპოს ანტონის ნათესავები და ახლობლები, მათ შორის, სერბეთიდან ჩამოსულები მისი დედა, და და დისშვილი.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სერბეთის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის, ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა, გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსმა გერასიმემ, ვალევის ეპისკოპოსმა ისიქიოსმა, რემეზიანის ეპისკოპოსმა სტეფანემ, ეგარის ეპისკოპოსმა ნეკტარიოსმა, ტოპლიცის ეპისკოპოსმა პეტრემ, დეკანოზმა ჯორჯე სტოისავლევიჩმა, დიაკონმა დრაგან რადიჩმა, დიაკონმა ივან ვასილიევიჩმა, დიაკონმა მიროსლავ ნიკოლიჩმა, იპოდიაკონმა დეიან ნაკიჩმა, იპოდიაკონმა ვლადიმერ ელიჩმა.

შეკრებილ სასულიერო პირებს შორის იყვნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები: არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი) – ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია და დეკანოზი დანიელ ანდრეიუკი – ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შაბაცკის ეპარქიის კლირიკოსი, დეკანოზი მილან პანტელიჩი.

დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ნიკოლა სელაკოვიჩი და სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში მომჩილო ბაბიჩი, სსკგ-ის სამდივნოს თანამშრომელი მართლმადიდებლთაშორისი ურთიერთობების საკითხებში ა.იუ. ხოშევი.

მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვის წინ სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ სულის მოსახსენიებელი ლიტია აღასრულა.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων