24/10/2025 24/10/2025 დღეს, 24 ოქტომბერს მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე რუმინეთის პატრიარქ დანიელის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია, რათა ბუქარესტში ახლად აგებული საკათედრო ტაძრის კურთხევის ცერემონიასა და მსოფლიო საყდრის მიერ რუმინეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან 140 წლისთავისადმი და საპატრიარქო პატივში აყვანიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს გაუწიოს თავმჯდომარეობა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, მისმა ყოვლადუწმინდესობამ და რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა...
24 Οκτωβρίου, 2025 - 20:09

მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში

Διαδώστε:
მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში
დღეს, 24 ოქტომბერს მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე რუმინეთის პატრიარქ დანიელის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია, რათა ბუქარესტში ახლად აგებული საკათედრო ტაძრის კურთხევის ცერემონიასა და მსოფლიო საყდრის მიერ რუმინეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან 140 წლისთავისადმი და საპატრიარქო პატივში აყვანიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს გაუწიოს თავმჯდომარეობა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, მისმა ყოვლადუწმინდესობამ და რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა ერთად აკურთხეს საკათედრო ტაძრის საძირკველი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქი ასევე პირად შეხვედრებს გამართავს რუმინეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სიტყვით გამოვა რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სპეციალურ საზეიმო სხდომაზე და დიმიტრი კანტემირის ქრისტიანული უნივერსიტეტისგან საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων