21/11/2020 21/11/2020 სერბეთის უწმიდეს ეკლესიას ბელგრადში ჩვენმა უხუცესმა და პატივცემულმა პატრიარქმა მიიძინა! დამწუხრებულებმა მივიღეთ გარდაცვალების უწყება და ვისწრაფვით გამოვხატოთ სერბეთის უწმიდესი ეკლესიის მიმართ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩვენი უმდაბლესობის გულმხურვალე თანაგრძნობა. ამასთან გარწმუნებთ, რომ მრჩობლად ვევედრებით უფალსა ჩვენსა, რომელსაც აქვს ხელმწიფება ცოცხალთა და მკვდართა, განუსვენოს ჩვენგან მიცვალებულის სულს ცოცხალთა ქვეყანაში, მიაგოს მას ეკლესიისათვის გაწეული თავისი მრავალწლიანი და...
21 Νοεμβρίου, 2020 - 20:35

მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:
მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

სერბეთის უწმიდეს ეკლესიას ბელგრადში

ჩვენმა უხუცესმა და პატივცემულმა პატრიარქმა მიიძინა!

დამწუხრებულებმა მივიღეთ გარდაცვალების უწყება და ვისწრაფვით გამოვხატოთ სერბეთის უწმიდესი ეკლესიის მიმართ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩვენი უმდაბლესობის გულმხურვალე თანაგრძნობა. ამასთან გარწმუნებთ, რომ მრჩობლად ვევედრებით უფალსა ჩვენსა, რომელსაც აქვს ხელმწიფება ცოცხალთა და მკვდართა, განუსვენოს ჩვენგან მიცვალებულის სულს ცოცხალთა ქვეყანაში, მიაგოს მას ეკლესიისათვის გაწეული თავისი მრავალწლიანი და ბრწყინვალენაყოფიანი შრომისათვის, ხოლო გამოაჩინოს ღირსი მისი მემკვიდრე დაქვრივებულ ეკლესიის საჭესა ზედა, რომელთანაც მომავალში სიხარულით ვითანამშრომლებთ, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის, ასევე პანორთოდოქსული ერთობისა და თანამშრომლობისათვის.

საუკუნოდ იყოს ხსენება ნეტარაღსრულებული ჩვენი ძმის, პატრიარქი ირინეოსისა.

პატრიარქი ბართლომეოსი

ფანარი, 2020 წლის 20 ნოემბერი

 

— wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων