28/11/2020 28/11/2020 ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის სამძიმრის წერილი უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის ლაზარეს გარდაცვალების გამო უწმიდესო და უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად პატივცემულ...
28 Νοεμβρίου, 2020 - 18:45
Τελευταία ενημέρωση: 28/11/2020 - 18:46

მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

Διαδώστε:
მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის სამძიმრის წერილი უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის ლაზარეს გარდაცვალების გამო

უწმიდესო და უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, უფალ ილიას, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედს და მოვახსენებთ:

დიდი წუხილით გავიგეთ საქართველოს წმიდა ეკლესიის იერარქის, ნეტარხსენებული ძმის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ და გამოვხატავთ წუხილს მართლმადიდებელი დიასპორის სამწყსოს სახელით, რომელიც მსოფლიო საპატრიარქო ტახტის ომოფორის მზრუნველობის ქვეშ არიან.

ნეტარხსენებული ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული პანდემიის დროს მძიმე კოვიდინფექციას ემსხვერპლა, გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს და გისამძიმრებთ ჩვენი ეკლესიის სახელით. ვლოცულობთ, რომ ცოცხალთა და მკვდართა მეუფე ქრისტემ განუსვენოს მის სულს და იყოს ხსენება მისი უკუნისამდე.

პარალელურად ვლოცულობთ სიყვარულის ღმერთის წინაშე, რომ გააძლიეროს ექიმები, სამედიცინო პერსონალი და ყველა, რომლებიც იბრძვიან და ამ მძიმე ვირუს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. ნუგეში ამ მდგომარეობაში არის ის, რომ ნათლად დავინახეთ ამ მძიმე მდგომარეობაში სიყვარულისა და სოლიდარობის საჭიროება და აუცილებლობა, რომელიც საღმრთო მადლის გამომხატველია.

გისურვებთ, თქვენო უწმიდესობავ ჯანის სიმრთელეს მრავალსა წელსა და მხნეობას, რომ დიდხანს იყოთ მსახურად საქართველოს წმიდა ეკლესიის საჭეთმპყრობლად, სიყვარულით უფალში და პატივისცემით!

25 ნოემბერი, 2020 წ.

თქვენი ღირსებისა და უნეტარესობის ქრისტესმიერ საყვარელი ძმა,

+ბართლომეოს კონსტანტინეპოლელი

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων