15/09/2022 15/09/2022 მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, ქალკედონში, წმინდა პატრიარქ გენადიოს სქოლარისათვის მიძღვნილი საღვთისმეტყველო კონფერენცია გახსნა. თავისი სიტყვაში ყოვლადუწმინდესმა აღნიშნა: „მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებელთა ერის წინაშე შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მძიმე ფასი გადაუხდია; ყოველივე ამას ხშირად ივიწყებენ ხოლმე; ეს საპატრიარქო დარჩა და რჩება ნაციონალური სტრუქტურების მიღმა; არასოდეს ემსახურებოდა ნაციონალიზმს, რასაც ეკლესიის კათოლიკურობის დამახინჯებად მიიჩნევდა და მიიჩნევს. სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ სამყაროში, მიუხედავად იმისა,...
15 Σεπτεμβρίου, 2022 - 16:51

მსოფლიო პატრიარქი: ვიბრძვით და ვიცავთ მართლმადიდებლობას, რათა სახელმწიფო ეკლესიათა „კონფედერაციად“ არ გადაიქცეს

Διαδώστε:
მსოფლიო პატრიარქი: ვიბრძვით და ვიცავთ მართლმადიდებლობას, რათა სახელმწიფო ეკლესიათა „კონფედერაციად“ არ გადაიქცეს

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, ქალკედონში, წმინდა პატრიარქ გენადიოს სქოლარისათვის მიძღვნილი საღვთისმეტყველო კონფერენცია გახსნა.

თავისი სიტყვაში ყოვლადუწმინდესმა აღნიშნა:

„მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებელთა ერის წინაშე შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მძიმე ფასი გადაუხდია; ყოველივე ამას ხშირად ივიწყებენ ხოლმე; ეს საპატრიარქო დარჩა და რჩება ნაციონალური სტრუქტურების მიღმა; არასოდეს ემსახურებოდა ნაციონალიზმს, რასაც ეკლესიის კათოლიკურობის დამახინჯებად მიიჩნევდა და მიიჩნევს. სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ სინოდალურად დაიგმო ეს, როგორც ერესი, ეთნოფილეტიზმი კვლავაც მუდმივ ცდუნებასა და „ეკალს“ წარმოადგენს მართლმადიდებელ ეკლესიათა ურთიერთობებში. ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის მუდმივი დაძაბულობა, მართლმადიდებელი ემიგრაციის გადაუჭრელი პრობლემები და, უკანასკნელ, რუსეთის ეკლესიის მიერ ევქარისტიული კავშირის ინსტრუმენტალიზაცია და მისი ტრანსფორმაცია საეკლესიო პოლიტიკის განხორციელების საშუალებად, უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის შემთხვევაში, ამ სამწუხარო ჭეშმარიტებას მოწმობს.

პერგამონის მიტროპოლიტი ეთნოფილეტიზმს ახასიათებს, როგორც „მართლმადიდებელთა ერთობის დიდ საფრთხეს“ და აფასებს მსოფლიო საპატრიარქოს დამოკიდებულებას ამ მხრივ და მის არსებით მისიას აწმყოსა და მომავალში, როგორც ზენაციონალური ცენტრის: “მსოფლიო საპატრიარქოს გარეშე მართლმადიდებლობა ჩავარდება ნაციონალიზმების მორევში, წარსულის ტრაბახობაში, თვითკმარობის თვითჩაკეტილობაში, თანამედროვე სამყაროს ზიზღში. მსოფლიო საპატრიარქომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია წარსული აწმყოდ გარდაქმნას, აწმყო – მომავლად, გუშინდელი დღე – დღევანდლად და დღევანდელი – ხვალინდლად. ეს იმიტომ, რომ მისი ინსტიტუციური სტატუსის გარდა, ის ატარებს გახსნილ მსოფლმხედველობას, უნივერსალურობასა და მგრძნობელობას ყველა ეპოქის ადამიანისადმი და წარმოადგენს მართლმადიდებელთა მომავლის ადამიანურ გარანტიას“ (Κόσμου Λύτρον, გვ. 283).

სწორედ ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვა პატრიარქმა გენადიოსმა და სწორედ ამ მემკვიდრეობას იცავს მსოფლიო საპატრიარქო, ვითარცა გუგასა თუალისასა; ცდილობს გადაარჩინოს მართლმადიდებლობა, რათა ავტოკეფალიურ სახელმწიფო ეკლესიათა „კონფედერაციად“ არგადაქცეს.”

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων