16/02/2021 16/02/2021 მსოფლიო საპატრიარქოში მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები მიმდინარეობს. სინოდმა მუშაობა დღეს დაიწყო და 18 თებერვალს დაამთავრებს. დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ ქალკედონის მიტროპოლიტი ათანასე “მთელი რიგი არაკანონიკური ქმედებებისა და წმინდა სინოდისა და მისი ყოვლადუწმინდესი თავმჯდომარის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობისა და დაუმორჩილებლობის გამო” გადაყენებულ იქნას კათედრიდან და მის ადგილას, ქალკედონის დაქვრივებულ კათედრაზე, დაინიშნოს საფრანგეთის ყოფილი მიტროპოლიტი ემანუელი...
16 Φεβρουαρίου, 2021 - 22:18

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი გადააყენა და ახალი ეპისკოპოსები გამოირჩია.

Διαδώστε:
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი გადააყენა და ახალი ეპისკოპოსები გამოირჩია.

მსოფლიო საპატრიარქოში მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები მიმდინარეობს. სინოდმა მუშაობა დღეს დაიწყო და 18 თებერვალს დაამთავრებს. დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ ქალკედონის მიტროპოლიტი ათანასე “მთელი რიგი არაკანონიკური ქმედებებისა და წმინდა სინოდისა და მისი ყოვლადუწმინდესი თავმჯდომარის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობისა და დაუმორჩილებლობის გამო” გადაყენებულ იქნას კათედრიდან და მის ადგილას, ქალკედონის დაქვრივებულ კათედრაზე, დაინიშნოს საფრანგეთის ყოფილი მიტროპოლიტი ემანუელი (ქალკედონის სამიტროპოლიტო ერთერთია მსოფლიო საპატრიარქოს ექვს უპირატეს კათედრას – ნიკოდიმია, ნიკეა, ქალკედონი, დერკი, პერგამო, პრინცის კუნძულები – შორის), ქალკედონის ყოფილი მიტროპოლიტი ათანასე კი მსოფლიო საპატრიარქოს გადამდგარ მღვდელთმთავართა დასში დაეწესოს; ხოლო საფრანგეთის მიტროპოლიტის მოვალეობის შესრულება კი დროებით იქაურ დამხმარე ეპისკოპოს ირინეოსს დაეკისროს.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დამხმარე ეპისკოპოსი და ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის პროფესორი, ავიდოს ყოფილი ეპისკოპოსი კირილე, კრინის ტიტულარული მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აღყვანილი და დაინიშნა ახალშექმინლი მალტის (მელიტის) საეგზარქოსოს ეგზარქოსად.

თიატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს ნიკიტას თხოვნით, მის სამთავარეპისკოპოსოში დაინიშნა ორი ახალი დამხმარე ეპისკოპოსი – არქიმანდრიტი რაფაელ ლივურისი, ტიტულით ილიოსის ეპისკოპოსი და არქიმანდრიტი იაკობ სავასი, ტიტულით კლავდიუპოლის ეპისკოპოსი.

ყოველივე ზემოთქმული ერთსულოვნად მოხდა და საწინააღმდეგოდ ხმა არავის მიუცია.

 

— nikodimoscentre.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων