19/01/2021 19/01/2021 დღეს, 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს მსოფლიო საპატრიარქოში (ვიდეო იხილეთ აქ). მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქო იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 6 იანვარს აღნიშნავს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს, მაგრამ რადგან მსოფლიო საყდარს გააჩნია სამრევლოები, რომლის წევრები ძირითადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების, რუსებისა და უკრაინელების გარკვეული ნაწილი არის, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ძველი...
19 Ιανουαρίου, 2021 - 18:09

მსოფლიო საპატრიარქოში ნათლისღება ძველი სტილითაც აღნიშნეს [ვიდეო]

Διαδώστε:
მსოფლიო საპატრიარქოში ნათლისღება ძველი სტილითაც აღნიშნეს [ვიდეო]

დღეს, 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს მსოფლიო საპატრიარქოში (ვიდეო იხილეთ აქ).

მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქო იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით 6 იანვარს აღნიშნავს ნათლისღების საუფლო დღესასწაულს, მაგრამ რადგან მსოფლიო საყდარს გააჩნია სამრევლოები, რომლის წევრები ძირითადად უცხოეთში მცხოვრები ქართველების, რუსებისა და უკრაინელების გარკვეული ნაწილი არის, მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ძველი სტილითაც აღნიშნა ნათლისღების დღესასწაული და აღასრულა დიდი აიაზმა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღესრულა ტირიგლიის (ბურსას) წმიდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში.

წირვის შემდგომ, მსოფლიო პატრიარქმა მარმარილოს ზღვა აკურთხა (ვიდეო იხილეთ აქ) .

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων