12/04/2022 12/04/2022 მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, ღვთივგანსვენებული მიტროპოლიტების, ნიკეის უხუცესი კონსტანტინესა და სინადის მიტროპოლიტ დიონისეს, სულების განსვენებისათვის პანაშვიდი აღავლინა. მსახურების ბოლოს მან სიტყვითაც მიმართა მრევლს: “ეკლესიის ცხოვრება ასეთია. ჩვენ, ეკლესიის მსახურები, მოვალთ და წარვალთ ამ სოფელს. თითოეული თავის ბეჭედს ტოვებს, იმ ნიჭების მიხედვით, რომელიც ღმერთმა მისცა მას, იმის მიხედვით, თუ რამდენად დაამუშავა თითოეულმა თავისი ნიჭები....
12 Απριλίου, 2022 - 17:16

“მსოფლიო საპატრიარქო საუკუნეების მანძილზე დგას, ემსახურება, ასწავლის, ეხმარება, ტვირთულობს მრავალ უმადურობას მისი მრავალი უმადური შვილისაგან” – მსოფლიო პატრიარქი

Διαδώστε:
“მსოფლიო საპატრიარქო საუკუნეების მანძილზე დგას, ემსახურება, ასწავლის, ეხმარება, ტვირთულობს მრავალ უმადურობას მისი მრავალი უმადური შვილისაგან” – მსოფლიო პატრიარქი

მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, ღვთივგანსვენებული მიტროპოლიტების, ნიკეის უხუცესი კონსტანტინესა და სინადის მიტროპოლიტ დიონისეს, სულების განსვენებისათვის პანაშვიდი აღავლინა. მსახურების ბოლოს მან სიტყვითაც მიმართა მრევლს:

“ეკლესიის ცხოვრება ასეთია. ჩვენ, ეკლესიის მსახურები, მოვალთ და წარვალთ ამ სოფელს. თითოეული თავის ბეჭედს ტოვებს, იმ ნიჭების მიხედვით, რომელიც ღმერთმა მისცა მას, იმის მიხედვით, თუ რამდენად დაამუშავა თითოეულმა თავისი ნიჭები. და დგება ჟამი, როცა წარვალთ ამ სოფელს.

ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი ბუნებრივი კანონები, რომლებსაც ვერავინ შეცვლის. მაგრამ ეკლესიის ინსტიტუტი რჩება.

აქ, კერძოდ, ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო საუკუნეების მანძილზე დგას, ემსახურება, ასწავლის, ეხმარება, ტვირთულობს მრავალ უმადურობას მისი მრავალი უმადური შვილისაგან, მაგრამ მისი ხაზი, მისი რწმენა, მისი მსახურება ოდნავადაც არ იცვლება, არასოდეს იცვლება.

რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ირგვლივ, რაც არ უნდა ხდებოდეს სხვა და ეკლესიების მხრიდან, ჩვენ გვაქვს მტკიცე ორიენტაცია, უფლის ნების აღსრულებისკენ მიმართული. და ასე ვივლით ურყევად.” – აღნიშნა მისმა ყოვლადუწმინდესობამ.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων