11/08/2025 11/08/2025 2008 წლის რუსეთ – საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) აღასრულა. თანამსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაიოზ დვალი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო პირები. წირვას აგვისტოს ომში დაღუპულთა...
11 Αυγούστου, 2025 - 18:04

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

Διαδώστε:
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ – საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) აღასრულა. თანამსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაიოზ დვალი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო პირები. წირვას აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები ესწრებოდნენ.

წირვის დასრულების შემდეგ წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრიდან ლოცვითი მსვლელობა მოეწყო. სასულიერო პირები, კაპელანები, მრევლი და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები სიწმინდეების თანხლებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაემართნენ და სამშობლოსათვის თავდადებული გმირების საფლავებს პატივი მიაგეს.

ლოცვითი მსვლელობის დასრულების შემდეგ წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων