23/01/2019 23/01/2019 ა.წ. 15 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 86-ე, პატრიარქად აღსაყდრების 41-ე და სასულიერო მოღვაწეობის 61-ე წლისთავთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ერის სულიერი მამის ჯანმრთელობა უფალს შეავედრა. მათ შეადგინეს სამადლობელი წერილი, დაურთეს თავისი ხელმოწერები და მოართვეს მის უწმინდესობას. უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთიისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,...
23 Ιανουαρίου, 2019 - 14:46
Τελευταία ενημέρωση: 23/01/2019 - 14:47

მცხეთა-თბილისის სამღვდელობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პარაკლისი გადაიხადა

Διαδώστε:
მცხეთა-თბილისის სამღვდელობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პარაკლისი გადაიხადა

ა.წ. 15 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 86-ე, პატრიარქად აღსაყდრების 41-ე და სასულიერო მოღვაწეობის 61-ე წლისთავთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ერის სულიერი მამის ჯანმრთელობა უფალს შეავედრა.

მათ შეადგინეს სამადლობელი წერილი, დაურთეს თავისი ხელმოწერები და მოართვეს მის უწმინდესობას.

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთიისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფეს და ჩვენს სულიერ მამას, ილია II-ს, მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებისაგან

თქვენი დაბადების 86-ე, პატრიარქად აღსაყდრების 41-ე და სასულიერო მოღვაწეობის 61-ე წლისთავთან დაკავშირებით თავს მოვალედ მივიჩნევთ, ერთობლივი ლოცვით შევავედროთ უფალს თქვენი ჯანმრთელობა, გისურვოთ დღეგრძელობა და გამოვხატოთ მადლიერება ამდენი ხნის მანძილზე გაწეული მამობრივი მზრუნველობისათვის.

თქვენ ძალიან მძიმე საეკლესიო მემკვიდრეობა გერგოთ. თქვენი მოღვაწეობის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის იერარქები და სასულიერო პირები 60-მდე იყვნენ. ახლა კი თქვენ გყავთ ურიცხვი მოძღვარი, ბერ-მონოზონი და სულიერი შვილი.

ჩვენ ვმადლობთ უფალს თქვენი მოვლინებისთვის, იმ ეპოქაში და იმ ქვეყანაში, რომელშიც თქვენის წინამძღოლობით ჩვენც გვერგო ქრისტეს გზაზე სიარული.

მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ჩვენდამი შემოვედრებული მრევლის სახელითაც, როგორც დაუღალავი ლოცვისთვის, ისე მოთმინების, დათმობის, სულგძელების, სიყვარულის საოცარი მაგალითებისათვის, რასაც თქვენი განსაცდელებით სავსე ცხოვრება ასე უხვად იძლევა.

მადლობა ერის სადარაჯოზე მუხლჩაუხრელად დგომისათვის; მადლობა ქრისტეს მცნებათა შეურყვნელი დაცვისათვის, რაც თანამედროვე ყოფაში ადვილი ნამდვილად არ არის; მადლობა ერის სულიერი გამოღვიძებისათვის.

ქვეყნასაც და ეკლესიასაც ჭირნი და საცდურნი რომ არ ტოვებენ, ვიცით; ვიცით ისიც, რომ ასეთ დროს ყველას თვალი და გონება თქვენსკენ არის მოპყრობილი. გვჯერა, დღესაც, როდესაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო პრობლემებში აღმოჩნდა, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ღვთის მადლით, შეძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც სამშვიდობოს გაიყვანს როგორც ჩვენს ეკლესიას, ისე ეკლესიათა ერთობას, რისთვისაც ჩვენც გულმხურვალედ ვლოცულობთ.

თქვენო უწმინდესობავ, ავნი თუ კარგნი მაინც ყველანი თქვენი შვილები ვართ; გმადლობთ, რომ გვიტანთ უღირსთ, ამპარტავანთ, ცოდვილთ და უძლურთ… ასეთი ყოფილა ადამის მოდგმა და ასეთი ყოფილა ერის რჩეულის ხვედრი.

ჩვენო დაღლილო მამავ, შევთხოვთ უფალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა და წმინდანთა ვედრებითა და მეოხებით, განგამტკიცოთ და თქვენი საჭეთმპყრობლობა დაიცვას უცდომელად, მრავალჟამიერ! ხოლო ჩვენი ეკლესიის ძენი და ასულნი თქვენის წინამძღოლობით ცხონების გზაზე წარმართოს დაუბრკოლებლად!

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων