16/01/2019 16/01/2019 მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც პირველ არხს მცხეთის მერმა გოგიტა კაპანაძემ განუცხადა, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილურ ფორმებს მიიღებს. მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების იმედი აქვთ თავად მონასტრის სასულიერო პირებს. როგორც მამა დანიელმა პირველ არხს განუცხადა, ისტორიულ მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს...
16 Ιανουαρίου, 2019 - 17:12
Τελευταία ενημέρωση: 16/01/2019 - 17:13

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

Διαδώστε:
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც პირველ არხს მცხეთის მერმა გოგიტა კაპანაძემ განუცხადა, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილურ ფორმებს მიიღებს.

მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების იმედი აქვთ თავად მონასტრის სასულიერო პირებს. როგორც მამა დანიელმა პირველ არხს განუცხადა, ისტორიულ მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ღიაა მრევლისთვის და ვიზიტორებისთვის. მცხეთის ჯვრის მონასტერი ვიზიტორებისთვის სამი დღის განმავლობაში იყო დახურული.

(1tv.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων