ოფიცერთა სკოლის მსმენელთა სტუმრობა საპატრიარქოში
საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული აქტიური ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. 2022 წლის 16 აგვისტოს საპატრიარქოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ეწვივნენ.
მათ დაათვალიერეს საქართველოს საპატრიარქო და გაეცნენ მისი სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკას. ახალგაზრდებს თან ახლდა დეკანოზი დავით კასრაძე (სამხედრო კაპელანი).
სტუმრებს უმასპინძლეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა – სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.
შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა. სასულიერო პირები სტუმრებს ესაუბრნენ საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციის, მოწყობის წესზე, სტრუქტურაზე, ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სისტემასა და მუშაობის სპეციფიკაზე, მნიშვნელოვანი თუ ბუნდოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებისთვის მართებულად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და სხვ.
შეხვედრის დასასრულს სამსახურის წარმომადგენლებმა
მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს სტუმრობისთვის და დაიგეგმა მორიგი შეხვედრა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










