17/05/2019 17/05/2019 ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. საზოგადოების ნაწილმა, მრევლმა და სასულიერო პირებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის, ხალხს და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შემდეგ კი გაიმართება კონცერტი. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღოდათ, რომელსაც სასულიერო პირებმა და...
17 Μαΐου, 2019 - 19:56

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა

Διαδώστε:
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. საზოგადოების ნაწილმა, მრევლმა და სასულიერო პირებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის, ხალხს და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შემდეგ კი გაიმართება კონცერტი.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღოდათ, რომელსაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში ის გზა გაატარეს, რომელიც ქრისტიანული სწავლების მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.

17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων