23/01/2024 23/01/2024 პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას „წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს ვაჩუქებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ეკლესიას არავინ ებრძვის. „ჩვენ ვართ ეკლესიის მთავარი პატივისმცემელი ხალხი. შალვა პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას „წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს ვაჩუქებ. ეკლესიას ყველა ის ადამიანი ებრძვის, ვინც ცდილობს, ეკლესია გამოიყენოს თავისი...
23 Ιανουαρίου, 2024 - 17:47
Τελευταία ενημέρωση: 23/01/2024 - 17:48

პაატა მანჯგალაძე – ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა

Διαδώστε:
პაატა მანჯგალაძე – ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა

პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას „წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს ვაჩუქებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეკლესიას არავინ ებრძვის.

„ჩვენ ვართ ეკლესიის მთავარი პატივისმცემელი ხალხი. შალვა პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას „წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს ვაჩუქებ. ეკლესიას ყველა ის ადამიანი ებრძვის, ვინც ცდილობს, ეკლესია გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის. ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და ისტერიის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიასა და მრევლზე თავდასხმისას იხილა, გასცდა აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და საშიშ ზღვარს მიუახლოვდა“.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων