30/03/2020 30/03/2020   მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ მეგვიპტელისა“, – განაცხადა პატრიარქმა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ქადაგებისას. მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია...
30 Μαρτίου, 2020 - 18:36

პატრიარქი კირილი – “თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან”

Διαδώστε:
პატრიარქი კირილი – “თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან”

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ მეგვიპტელისა“, – განაცხადა პატრიარქმა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია ცხონდე.

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეპიდემიის ძალიან დიდი საფრთხე და სახიფათო ვირუსის პანდემიაც კი, რომელიც შესაძლოა, რუსეთსაც შეეხოს.

მისი თქმით, რუსები, ჯერ კიდევ, სრულად ვერ აცნობიერებენ, რა ხდება იტალიაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც მეტნაკლებად არიან კორონავირუსის ინფექციით დაზარალებული.

„ეკლესია მოგიწოდებთ, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ მკაცრად შეასრულოთ ყველა წესი, რომელსაც გვთავაზობს რუსეთის სანიტარული ხელისუფლება. მოდით, ავიღოთ საკუთარ თავზე გმირობა, რომ არ გავიდეთ სახლებიდან, როგორც ეს გმირობა აიღო საკუთარ თავზე წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, რომელიც არ გადიოდა უდაბნოდან მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან სწყუროდა“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

ცნობისთვის, რუსეთში დღეისთვის კორონავირუსით დაავადებულია 1534 ადამიანი.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων