08/12/2019 08/12/2019 12 დეკემბერს, ხუთშაბათს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩატარდება ხუთგზის წირვა, რა დროსაც სამღვდელოება მოსახლეობას და ემიგრანტებს დალოცავს. “მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ჩვენი ეკლესია....
08 Δεκεμβρίου, 2019 - 17:41
Τελευταία ενημέρωση: 08/12/2019 - 17:42

პატრიარქი – 12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება

Διαδώστε:
პატრიარქი – 12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება

12 დეკემბერს, ხუთშაბათს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩატარდება ხუთგზის წირვა, რა დროსაც სამღვდელოება მოსახლეობას და ემიგრანტებს დალოცავს.

“მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ჩვენი ეკლესია. ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა და პირველი კათოლიკოსების – პეტრე პირველისა და სამუელისა. ხუთშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა და პარასკევს მთელი ღამე ტაძარი ღია იქნება. შესრულდება ხუთი წირვა. ამ ხუთი წირვის დროს ჩვენ მოვიხსენებთ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მკვიდრებს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ“, – ბრძანა პატრიარქმა.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων