14/09/2026 14/09/2026 11 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქრისტეს წინამორბედისა და წინასწარმეტყველის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღასრულა. თანამსახურებდნენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), საპატრიარქოს...
14 Σεπτεμβρίου, 2026 - 17:26

პატრიარქმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა

Διαδώστε:
პატრიარქმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა

11 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქრისტეს წინამორბედისა და წინასწარმეტყველის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღევლინა.

ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღასრულა.

თანამსახურებდნენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია (ნასიძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.

წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.

მისმა უწმინდესობამ ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων