17/09/2019 17/09/2019   ზარის რეკვა საეკლესიო ზარების რეკვა ორი სახისაა: კეთილმოხმობა (ამით მრევლს მსახურებაზე იწვევენ) და საკუთრივ რეკვა. კეთილხმობა,-ეს არის ერთი დიდი ზარის რიტმული დარტყმები-თავდაპირველად სამი იშვიათი დარტყმა, მერე ნელი გაწელილი დარტყმა, შემდეგ რიტმული დარტყმები. მოხმობის ზარის რეკვა თავის მხრივ ორ სახედ იყოფა: ჩვეულებრივი (ხშირი), რომელიც დიდ ზარზე ირეკება; სამარხვო (იშვიათი), რომელიც დიდი მარხვის შუალედში მცირე ზომის...
17 Σεπτεμβρίου, 2019 - 15:29

პირველი ნაბიჯები ეკლესიური ცხოვრების გზაზე

Διαδώστε:
პირველი ნაბიჯები ეკლესიური ცხოვრების გზაზე

 

ზარის რეკვა
საეკლესიო ზარების რეკვა ორი სახისაა: კეთილმოხმობა (ამით მრევლს მსახურებაზე იწვევენ) და საკუთრივ რეკვა.
კეთილხმობა,-ეს არის ერთი დიდი ზარის რიტმული დარტყმები-თავდაპირველად სამი იშვიათი დარტყმა, მერე ნელი გაწელილი დარტყმა, შემდეგ რიტმული დარტყმები.
მოხმობის ზარის რეკვა თავის მხრივ ორ სახედ იყოფა: ჩვეულებრივი (ხშირი), რომელიც დიდ ზარზე ირეკება; სამარხვო (იშვიათი), რომელიც დიდი მარხვის შუალედში მცირე ზომის ზარზე ხორციელდება.
საკუთრივ რეკვაა, როდესაც ყველა ზარი ერთბაშად ირეკება. ის შემდეგ სახეებად იყოფა:
სამგზისი-ყველა ზარის რეკვა ერთად, რომეიც სამჯერ მეორდება მცირე შესვენებებით. რეკენ მწუხრის ლოცვაზე, ლიტურგიაზე.
ორგზისი-ზარის ორჯერადი რეკვა. ამ რეკვაში ყველა ზარი მონაწილეობს. ხორციელდება მწუხრის ლოცვაზე.
გადარეკვა-თითოეული ზარის გადაცემითი რეკვა (თითო ან რამდენიმე დარტყმა) იწყება დიდიდან მცირემდე და რამდენჯერმე მეორდება. მას იყენებენ ლიტურგიაზე და განსაკუთრებულ შემთხვევეში: დიდი პარასკევის მწუხრზე ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, გარდამოხსნის გამოსვენების დროს, დიდი შაბათის ცისკარზე და ჯვართამაღლების დღეს. აგრეთვე ხელთდასხმის საიდუმლოებების შესრულების დროს.
შერჩევითი-თითოეული ზარის რიგრიგობით ნელი რეკვა, პატარა ზარიდან დიდამდე. დიდი ზარის დარეკვის შემდეგ ყველა ზარი ერთდროულად რეკავს და ასე რამდენჯერმე მეორდება. ამას სხვაგვარად სამგლოვიარო რეკვას უწოდებენ. ის მიცვალებულის მიმართ გლოვასა და მწუხარებას გამოხატავს და მთავრდება სამგზის ზარების რეკვით, როგორც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სასიხარულო უწყების ქრისტიანული სიმბოლო. აგრეთვე არსებობს ერთიანი განუწყვეტელი რეკვა, რომელსაც განგაშის დროს იყენებენ.

karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων