16/06/2022 16/06/2022 ა.წ. 15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,დავითიანნი“-ს ყოველწლიური პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022“ გამოსაშვები საღამო გაიმართა. პროექტში ჩართული 40 სკოლიდან, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი. ფინალის თემად მიცემული ჰქონდათ ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა და მსოფლიო რელიგიების ისტორია. დაძაბულ პაექრობაში გაიმარჯვა 145-103-212- ე სკოლების ნაკრებმა გუნდმა და მოიპოვა ტაო-კლარჯეთის საგზური....
16 Ιουνίου, 2022 - 17:26
Τελευταία ενημέρωση: 16/06/2022 - 17:27

პროექტი ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022 წელი“

Διαδώστε:
პროექტი ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022 წელი“

ა.წ. 15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,დავითიანნი“-ს ყოველწლიური პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022“ გამოსაშვები საღამო გაიმართა.

პროექტში ჩართული 40 სკოლიდან, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი. ფინალის თემად მიცემული ჰქონდათ ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა და მსოფლიო რელიგიების ისტორია.

დაძაბულ პაექრობაში გაიმარჯვა 145-103-212- ე სკოლების ნაკრებმა გუნდმა და მოიპოვა ტაო-კლარჯეთის საგზური. გარდა ამისა ტესტირების მიხედვით (ინდივიდუალურად) გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ასევე ,,დავითიანნი“-ს ახალი პროექტის ,,ჩემი წიგნი“-ს ფარგლებში, ფეისბუქ გვერდზე მოწონებების მიხედვით დასახელდა ,,ხალხის რჩეული“ – 90-ე საჯარო სკოლა და დაჯილდოვდა 142-ე საჯარო სკოლაც, როგორც “საუკეთესო იდეის ავტორი“.

პროექტი ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა“ სრულიად საქართველოს კათოოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ,,დავითიანნი“-ს ორგანიზებით 2008-წლიდან ხორციელდება. იგი გულისხმობს არაფორმალურ სწავლებებს და შეხვედრებს მოწვეულ ლექტორებთან, მათ შორის ფსიქოლოგებთან.

P.S. პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

1. სტრესი. რა არის სტრესი, ბულინგი და ემოციური გადაწვა. როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე, როგორ დავიცვათ თავი და გავუწიოთ დახმარება ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

2. ოჯახი და გარემო. აღზრდის სტილები, მათი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. როგორ ვიურთიერთოთ მშობლებთან და გამოვხატოთ ჩვენი განცდები და ემოციები. კონტაქტის საუკეთესო მექანიზმის შერჩევა.

3. მეგობრები და მათი გავლენა. სოციალური ურთიერთობები, კონფლიქტები და მათი მოგვარების ტექნიკები. მოლაპარაკების ძირითადი ასპექტები. როგორ გავლენას ახდენს სამეგობრო წრე ინდივიდის განვითარებაზე.

4. კარიერის დაგეგმვა და მართვა. როგორ დავგეგმო კარიერა, რა არის ჩემი ინტერესის სფერო, ამის გამოკვლევა და შემდგომი მართვის სტრატეგიების შემუშავება.

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων