პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია
სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 20 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია წარმომადგენლობითი ხასიათისა იყო, მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა კათედრის პროფესორ-მასწავლებლებმა.
20 მაისს, კონფერენციის ბოლო დღეს, გაიმართა სექციური მუშაობა საეკლესიო სამართლის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის მიმართულებით.
სექციების სამუშაო პროგრამა იხილეთ ქვემოთ:
საეკლესიო სამართალი
სხდომის თავმჯდომარე – დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი
1.ფილოსოფიის დოქტორი რუსუდან წიქვაძე – ქორწინებისა და ოჯახის საკითხები იუდაიზმში
2.დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი – სეკულარიზმის იდეა და მისი თეოლოგიური კონტექსტი
3.ირაკლი გუნიავა – მონასტრის ქონებრივი უფლებები საქართველოში
ენა და ლიტერატურა
სხდომის თავმჯდომარე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ) ღლონტი
1.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ) ღლონტი – ქართულ ანდაზაში უკუფენილად გაცხადებული ქრისტიანული სათქმელისათვის („კარგ მთქმელს კარგი გამგონეო“ − „სამართალმა პური ჭამა“, „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“ − „სტუმარი ღვთისაა“…)
2.ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი – ადამიანის დანიშნულების ქრისტიანული კონცეფცია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში
3.ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა – ლიტერატურული დიალოგისათვის ( XII და XX საუკუნეები)
4.ფილოლოგიის დოქტორი მარინე მამულაშვილი-ბოტკოველი – სახარების ქალთა სახეების ლიტერატურული ტრანსფორმაცია ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედებაში („იესო, ძე კაცისა“, „წინასწარმეტყველი“)
5.ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა პატაშური – სახლისა და უსახლკარობის მოტივი მხატვრულ ლიტერატურაში.
ფილოსოფია და ფსიქოლოგია
სხდომის თავმჯდომარე – ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე
1.ფილოლოგიის დოქტორი ჯულიეტა შოშიაშვილი – მოძრაობის კატეგორია დიონისე არეოპაგელის თხზულებებში
2.ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე – კათარზისის გაგებისათვის ანტიკურ ფილოსოფიაში
3.ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი – ემოციების როლი ფსიქოსომატური დაავადებების განვითარებაში
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










