როგორ უნდა გავატაროთ დღე ზიარების შემდეგ?
როგორ უნდა გავატაროთ დღე ზიარების შემდეგ? ამბობენ, რომ არ შეიძლება მუშაობა. საუბრითაც თითქოს მადლს ვკარგავთ?
ზიარების შემდეგ უმჯობესია უცებ არ დავტოვოთ ტაძარი და ჩვენი სიტყვებითაც ვუთხრათ ღმერთს მადლობა. სიმშვიდესა და განმარტოებაში ალბათ უკეთესად გავიაზრებთ რა აღესრულა ამ დღეს. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ტაძრიდან გასვლისას ქრისტეს დასამოწმებლად მივდივართ ერში და მუშაობაც რომ მოგვიხდეს, არც ამან უნდა შეგვაშინოს. საქმიანობა ან ლაპარაკი კი არ განდევნის ჩვენგან სულიწმინდის მადლს, არამედ ცოდვა და ვნება.
ქრისტიანი სულიერ ცხოვებაში უნდა წარემატებოდეს. მხოლოდ აკრძალვები არ უნდა იყოს მისი შემადგენელი ნაწილი (აკრძალვები ძირითადად ძველ აღთქმაში ჰქონდათ დაწესებული ებრაელ ერს). როცა ქრისტიანი თანდათანობით შეუდგება ქრისტეს მცნებების შესრულებას, ზომიერებასაც მიაღწევს.
მღვდელი ლევან მექოშვილი
წიგნი „მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა“
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










