30/01/2021 31/01/2021 ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, რუმინეთის საპატრიარქომ მხარი დაუჭირა ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ტექნოლოგიური თუ თეორიული პროფილის მიუხედავად, კვირაში ერთი საათი დაეთმოს რელიგიურ განათლებას. პლოიეშტის ეპისკოპოსმა ვარლაამა გააჟღერა გზავნილი პარლამენტის სასახლეში გამართულ დებატებისას, რომელიც განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი მოთხოვნა ერთი საათი დაეთმოს კვირაში რელიგიურ განათლებას მხარი უნდა დაეჭიროს სამივე...
30 Ιανουαρίου, 2021 - 19:39
Τελευταία ενημέρωση: 31/01/2021 - 0:40

რუმინეთის საპატრიარქო: რელიგიური განათლებისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანიტარული განათლებისადმი დამოკიდებულების მსგავსი

Διαδώστε:
რუმინეთის საპატრიარქო: რელიგიური განათლებისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანიტარული განათლებისადმი დამოკიდებულების მსგავსი

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, რუმინეთის საპატრიარქომ მხარი დაუჭირა ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ტექნოლოგიური თუ თეორიული პროფილის მიუხედავად, კვირაში ერთი საათი დაეთმოს რელიგიურ განათლებას.

პლოიეშტის ეპისკოპოსმა ვარლაამა გააჟღერა გზავნილი პარლამენტის სასახლეში გამართულ დებატებისას, რომელიც განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი მოთხოვნა ერთი საათი დაეთმოს კვირაში რელიგიურ განათლებას მხარი უნდა დაეჭიროს სამივე საგანმანათლებლო [პირველადი, მეორადი და პროფესიული განათლების] პროფილისთვის. ზოგადად, განათლება და განსაკუთრებით რელიგიური განათლება არის პატრიარქის უზარმაზარი ინტერესის საგანი.

საჭიროა ოპტიმალური ვარიანტის პოვნა კვირაში რელიგიის ერთსაათიანი სწავლებისთვის ყველა საგანმანათლებლო პროფილისთვის. გასათვალისწინებელია მსგავსი საგნის დიდი როლი ახალგაზრდების მომზადებაში თანამედროვე საზოგადოებისთვის, სადაც არა მხოლოდ ტექნოლოგიაა საჭირო, არამედ კულტურა და სულიერება. მოცემული პერსპექტივიდან, ეს საგანი შეუცვლელია”,- განაცხადა მან.

მხარდამჭერ არგუმენტად მოიყვანა რუმინეთის კონსტიტუციიდან მუხლი, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებს და ბავშვებს აქვთ კონსტიტუციური უფლება რელიგიური განათლების მიღების.

რელიგიური თავისუფლებისა და ეროვნული განათლების შესახებ კანონების მიხედვით, რელიგიური განათლება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში უზრუნველყოფილია კანონით აღიარებული ყველა რელიგიური დენომინაციისთვის, კურსები შესაძლოა იყოს ორგანიზებული მათი მრწამსის შესაბამისად. რელიგიურ საგანმანათლებლო კურსებში თავიანთი შვილების ჩართვას, წერილობით, ნდობას უცხადებს რუმინელ მშობელთა 93%.

ეპისკოპოსმა ახსნა, რომ რელიგიურ განათლებას აქვს განმავითარებელი მნიშვნელობის გავლენა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, ისევე როგორც უნარი ებრძოლოს იდენტობისა და მართვის კრიზისით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, რადგან ის გვთავაზობს პატიოსნების, სიწმინდისა და ადამიანური თანაარსებობის სიცოცხლისუნარიან მოდელებს.

სასწავლო კურსის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების სამინისტროს ექსპერტებმა, ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარებმა, მაღალკვალიფიციური განათლების მუშაკებმა, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

 

— nikodimoscentre.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων