18/10/2019 18/10/2019 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხუთშაბათს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც მიიღეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსკოვი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „ერთ-ერთ უკრაინულ სქიზმატურ დაჯგუფებად“ მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ ის საეკლესიო მოღვაწეები, ვინც მათთან...
18 Οκτωβρίου, 2019 - 17:07

რუსეთის ეკლესია მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის ეკლესიასთან

Διαδώστε:
რუსეთის ეკლესია მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის ეკლესიასთან

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხუთშაბათს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც მიიღეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსკოვი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „ერთ-ერთ უკრაინულ სქიზმატურ დაჯგუფებად“ მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ ის საეკლესიო მოღვაწეები, ვინც მათთან ევქარისტიულ კავშირში იქნებიან, ასევე ჩაითვლებიან სქიზმატებად (განხეთქილების შემტანებად), ამ შემთხვევაში კი მთავარეპისკოპოსი იერონიმეც.

ბერძნულმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია რამდენიმე დღის წინ აღიარა, რის გამოც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბერძნულ ეკლესიაზე ზეწოლაში სდებს ბრალს.

რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მსოფლიო საპატრიარქომ კიევის პატრიარქ ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გამოაცხადა, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმა შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აღიარებს, რომელიც მისი ავტონომიური ნაწილია.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων