31/01/2022 31/01/2022 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღე მიულოცა. “მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო და თანამწირველო! მიიღეთ გულითადი მოლოცვა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით. სამოციქულო ღვაწლს უაღრესი...
31 Ιανουαρίου, 2022 - 18:31

რუსეთის პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმ. ნინოს ხსენება მიულოცა

Διαδώστε:
რუსეთის პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმ. ნინოს ხსენება მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღე მიულოცა.

“მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო და თანამწირველო!

მიიღეთ გულითადი მოლოცვა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით.

სამოციქულო ღვაწლს უაღრესი ისტორიული მნიშვნელლობა აქვს. ყოვლადბრძნული განგებულებით სახარების მსახურებად ქრისტემ თავის გამორჩეულ მიმდევრებს მოუწოდა, აქცია ისინი კაცთა მებადურებად (მთ. 4. 19) და მშვილდისა საღმრთოისა მორთხმულად, ისრად წარავლინა ყოველთა ცის-კიდეთა (მე-5 ხმის ხუთშაბათის ცისკრის კანონი). უფალმა წმინდა ნინოს განუწესა სახარებისეული ჭეშმარიტების ნათლით გაენათლებინა ივერიის მიწა, რომელიც ამჟამად მრავალი ღვთისსათნო წმინდანის გამობრწყინებით განიდიდება.

დაე ლოცვითა მოციქულთასწორისა ნინოსი გარდამოუვლინოს მოწყალე მაცხოვარმა ჩვენმა თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ურყევი ჯანმრთელობა და თავისი უხვი შეწევნა მაღალ საწინამძღვრო მსახურებაში, ხოლო თქვენს ღვთისმოყვარე სამწყსოს – მშვიდობა და კეთილდღეობა.

უფლისმიერი ძმური სიყვარულით

† კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი”.

როგორც ყოველთვის, რუსეთის პატრიარქი არ აღიარებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შესაბამისად ის არ აღიარებს, რომ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის ნაწილია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ეკლესიას აფხაზეთის ეპარქია უკანონოდ აქვს მიტაცებული და მის უწმინდესობასა და უნეტარესობას სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიას არ აძლევს საშუალებას შევიდეს მის ეპარქიაში და კანონიკური მღვდელმოქმედება აღსრულოს.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων