21/10/2019 21/10/2019 ქართული კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ბერ-მონაზვნობის მოღვაწეობას იერუსალიმის მახლობლად არსებულ საბა განწმენდილის ანუ საბაწმინდის ლავრაში. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ,,საბას ლავრა იყო უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს უძველესი საზრვარგარეთული ცენტრი ქართული კულტურისა, სადაც VIII-IXსს-ში დუღდა ქართველების ნამდვილი ნტენსიური ლიტერატურული შემოქმედება“. საბას ლავრა მდებარებს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 13-15 კმ-ზე. მას ჩვენი წინაპრები საბაწმინდას უწოდებდნენ. სახელი სავანემ,დამაარსებლის,...
21 Οκτωβρίου, 2019 - 16:17
Τελευταία ενημέρωση: 21/10/2019 - 16:18

საბაწმინდის ლავრა

Διαδώστε:
საბაწმინდის ლავრა

ქართული კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ბერ-მონაზვნობის მოღვაწეობას იერუსალიმის მახლობლად არსებულ საბა განწმენდილის ანუ საბაწმინდის ლავრაში. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ,,საბას ლავრა იყო უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს უძველესი საზრვარგარეთული ცენტრი ქართული კულტურისა, სადაც VIII-IXსს-ში დუღდა ქართველების ნამდვილი ნტენსიური ლიტერატურული შემოქმედება“.

საბას ლავრა მდებარებს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 13-15 კმ-ზე. მას ჩვენი წინაპრები საბაწმინდას უწოდებდნენ. სახელი სავანემ,დამაარსებლის, საბა განწმენდილის(439-532) პატივსაცემად მიიღო. საბას თაოსნობით აღმოცენდა რამდენიმე ლავრა: დიდი ლავრა, ახალი ლავრა, შვიდპირი და რამდენიმე მონასტერი: კასტელი, ქუაბი, სქოლარი, ზანოი.


საბა ლავრა -დიდი ლავრა 483 ზოგი ცნობით კი 484 წელს დაარსდა. ის ერთობ ძნელად საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა(პირქუში სალი კლდეები, თვალუწვდენელი უფსკრულები და საშიში ნაპრალები, უწყლოდა და ხრიოკი უდაბნო). მიუხედავად ამისა საბას სავანეში მომრავლდნენ ბერები და ერთიმეორის მიყოლებით აგებდნენ ეკლესიებს.
ლავრაში რამდენიმე ასეული ბერი მოღვაწეობდა. იყვნენ ბერძნები, სირიელები,სომხები.. მალე გამოჩნდნენ ქართველი მოღვაწენიც. VI საუკუნის I მესამედში ისე მომრავლდნენ, რომ საკუთარი ეკლესიაც კი ჰქონდათ,რ ომელშიც ზოგიერთ საღვთისმსახურო წიგნს ქართულ ენაზე კითხულობდნენ. საბაწმინდის მონასტერში ქართული კოლონიზაცია განსაკუთრებით მოძლიერდა VIII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდში ითარგმნა და გადაიწერა უმნიშვნელოვანესი ქართული ხელნაწერი წიგნები, შეიქმნა საღვთო წერილის საბაწმინდური რედაქცია. ტაო-კლარჯეთისა და, ზოგადად, იმ ხანის საქართველოს მონასტრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ საბაწმინდასთან. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ტაოში დაფუძნებულ მამას ხანძთის მონასტრის წესგანგება საბაწმინდური ტიპოკონის საფუძველზე ჩამოუყალიბებია.

XI-ში არაბთა მომძლავრებისა და მონასტრის ხშირი დარბევის გამო, სავანეში დარჩენა თანდათან გაძნელდა, ბოლოს კი შეუძლებელი გახდა. ქართველმა მამებმა სხვა სავანეებს მიაშურეს.

დღეს საბაწმინდა იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაშია.

სამწიგნობრო საქმიანობა
საბაწმინდაში ადრეული ხანიდან მოღვაწეობდა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა მწიგნობართა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. იქმნდებოდა ქრისტიანული მწერლობის შედევრები. ხელნაწერთა უმეტესობა, რომლებიც სინის მთაზე ინახება, VIII-IX საუკუნეებშია შექმნილი საბას ლავრაში.

ქართველ მწიგნობართაგან საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდნენ იოანე დამასკელი, გრიგოლ ხანძთელის მიწაფეები _ მაკარი ლეთეთელი, არსენი, მარტვირი საბაწმინდელი, სეითი, პიმენ კახი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი,მიქაელ ჩიხუარელი, იოვანე-ზოსიმე, რომელიც შემდგომ სინის მთაზე მოღვაწეობდა; გარკვეული დროის განმავლობაში აქ დაემკვიდრა ჯვრის მონასტრის დამაარსებელი გიორგი_პროხორე, სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვა არაერთი მწიგნობარი.

საბაწმინდაზე გადაწერილი ქართული ხელნაწერი წიგნების, რომელთა უმეტესი ნაწილი შემდგომ სინის მთაზე გადაიტანეს, ლიტერატურული მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ქართული კულტურის ისტორიის ფარგლებს. ამ ხელნაწერებმა შემოინახეს ადრეული ბიზანტიური მწერლობისა და წიგნის ხელოვნების უნიკალური ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი დედნები (ბერძნული, სირიული, არაბული, სომხური) დღეისათვის დაკარგულია. ამიტომაც მათ შესწავლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტიანული აზროვნებისა და ხელოვნების მკვლევრები.

საბაწმინდაში ქართულ ენაზე ადრევე შემუშავდა ოთხთავს საბაწმინდური რედაქცია, რომელიც გორგი ათონელს ( 1009-1065) ანდერძში აქვს მოხსენიებული. საბაწმინდაში დამზადებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპრობს 864 წლის მრავალთავი, რომელიც უძველესი(პირველი) ქართული თარიღიანი ხელნაწერია. სინურ მრავალთავში შესულია III-­V საუკუნეების დიდი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების თხზულებანი. სამწუხაროდ, ხელნაწერი ჩვენამდე ნაკლული სახით არის მოღწეული: დღეს იგი 275 ფურცელს ითვლის. მის დამზადებაში მონაწილეობა მიუღია მაკარი ლეთეთელს, პიმენ კახს, ამონას და სხებს. მრავალთავი გდაწერისთანავე სინას მთაზე მოხვდა და იქაა დაცული, ამიტომაც დაუმკვიდრდა მას სინური მრავალთავის სახელწოდება.

მაკარი ლეთეთელის და მისი თანამოღვაწეების მიერაა შედგენილი ასკეტიკურ-ჰიმილეტიკური კრებული “სამოთხე”, რომელიც ნაკლული სახიტაა მოღწეული და 18 ავტორის 50 თხზულებას შეიცავს. მასში შესულია გრიგოლ ნეოკესარიელის, ეპიფანე კვიპრელის, ეფრემ ასურის იოანე ოქროპირის და სხვათა ნაწარმოებები.
მუსლიმ არაბთა და შემდგომ თურქ-სელჩუკთა მიერ პალესტინის დაპყრობისა და საბაწმიდის მონასტრის შევიწროვების შემდგომ, ქართველებმა იძულებით მიატოვეს იქაურობა და მიაშურეს სხვა მონასტრებს, ძირითადად, სინის მთას. ახალ სადგომში თან გადაიტანეს, როგორც სამონასტრო ტრადიციები, ისე აქ გადაწერილი და დამუშავებული წიგნების დიდი ნაწილი.
edutime.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων