25/02/2022 25/02/2022 საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი იერონიმე უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს: “ღრმად ვარ შეშფოთებული ვარ და ჩემი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ჩვენი უკრაინელი ძმებისკენ, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცებისკენ, რომლებიც განიცდიან ომის საშინელ შედეგებ და რა თქმა უნდა, ათასობით ჩვენი თანამემამულისკენ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან. ფაქტობრივად, უნდა გითხრათ, რომ როგორც...
25 Φεβρουαρίου, 2022 - 19:55

საბერძნეთის ეკლესიის მეთაური, უნეტარესი იერონიმე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

Διαδώστε:
საბერძნეთის ეკლესიის მეთაური, უნეტარესი იერონიმე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი იერონიმე უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს:

“ღრმად ვარ შეშფოთებული ვარ და ჩემი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ჩვენი უკრაინელი ძმებისკენ, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცებისკენ, რომლებიც განიცდიან ომის საშინელ შედეგებ და რა თქმა უნდა, ათასობით ჩვენი თანამემამულისკენ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან.

ფაქტობრივად, უნდა გითხრათ, რომ როგორც ადამიანი და სასულიერო პირი, შოკში ჩავარდი, როდესაც ვიხილე პატარა ბავშვის ცრემლიანი თალები. ისინი გაიძახდნენ, რომ არ სურდათ სიკვდილი და რომ სურთ ეს ომი დასრულდეს. ასევე დამამძიმა იმ კადრების ნახვამ, როდესაც მამა ცრემლიანი თვალებით ემშვიდობება თავის ქალიშვილსა და მეუღლეს, რომლებიც უსაფრთხო თავშესაფრის საძიებლად მიდიოდნენ.

ამიტომ, იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს ომი ახლავე დასრულდება. წინდახედულობამ და ლოგიკამ უნდა გაიმარჯვოს და გაიაზრონ, რომ ყველა საკითხი შეიძლება მოგვარდეს და გადაწყდეს დიალოგისა და შერიგების გზით და არასდროს ძალით”.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων