25/02/2021 25/02/2021 საბერძნეთი მოითხოვს, რომ თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გაეროს ადამიანის უფლებათა 46-ე სესიაზე ვიდეოხიდის დროს განაცხადა. „მინდა შევეხო საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს – კულტურული უფლებების სრულ დაცვას. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული სისტემების მიუხედავად, თავი შეიკავოს კულტურული ძეგლებისთვის სტატუსის შეცვლისგან“, – განაცხადა მინისტრმა....
25 Φεβρουαρίου, 2021 - 12:39

საბერძნეთი მოითხოვს აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

Διαδώστε:
საბერძნეთი მოითხოვს აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

საბერძნეთი მოითხოვს, რომ თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გაეროს ადამიანის უფლებათა 46-ე სესიაზე ვიდეოხიდის დროს განაცხადა.

„მინდა შევეხო საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს – კულტურული უფლებების სრულ დაცვას. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული სისტემების მიუხედავად, თავი შეიკავოს კულტურული ძეგლებისთვის სტატუსის შეცვლისგან“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შეუცვლელი პირობაა დაინტერესებული თანამეგობრობისგან და მხარეებისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მათ შორის გაეროს შესაბამისი ორგანოებიდან, როგორიც იუნესკოა.

„მხედველობაში მაქვს, სხვა საკითხებთან ერთად, წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება, რაც ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის ცნებას. ჩვენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვითხოვთ, ამ ძეგლს უწინდელი სტატუსი დაუბრუნდეს“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2020 წლის ივლისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რის შემდეგაც, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა, სადაც 24 ივლისს პირველი მუსლიმური მსახურება ჩატარდა.
dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων