18/07/2019 19/07/2019 საბერძნეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა მღვდელმსახურებს საჯარო მოხელის სტატუსებს აღარ ჩამოართმევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საჯარო მოხელეებად ითვლებიან. მათ შრომით ანაზღაურებას, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს აღწევს, სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის. გასული წლის ოქტომბერში ალექსის ციპრასის მთავრობამ ეკლესიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც 10 ათასი მღვდელმსახური საჯარო მოხელის სტატუსს დაკარგავდა, ამის სანაცვლოდ...
18 Ιουλίου, 2019 - 18:00
Τελευταία ενημέρωση: 19/07/2019 - 1:24

საბერძნეთში მღვდელმსახურები საჯარო მოხელის სტატუსს შეინარჩუნებენ

Διαδώστε:
საბერძნეთში მღვდელმსახურები საჯარო მოხელის სტატუსს შეინარჩუნებენ

საბერძნეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა მღვდელმსახურებს საჯარო მოხელის სტატუსებს აღარ ჩამოართმევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საჯარო მოხელეებად ითვლებიან. მათ შრომით ანაზღაურებას, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს აღწევს, სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის.

გასული წლის ოქტომბერში ალექსის ციპრასის მთავრობამ ეკლესიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც 10 ათასი მღვდელმსახური საჯარო მოხელის სტატუსს დაკარგავდა, ამის სანაცვლოდ კი სპეციალური საეკლესიო ფონდი ყოველწლიურ სუბსიდიას მიიღებდა. მღვდელმსახურებში ამ ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია.

7 ივლისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატიულმა პარტიამ „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა. პრემიერმინისტრის კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ წინამორბედების მიერ დაგეგმილ ცვლილებებს არ განახორციელებს.

საბერძნეთის კონსტიტუციის თანახმად, 1975 წლიდან მართლმადიდებლობა ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად არის გამოცხადებული.

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων