16/09/2019 16/09/2019 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 სექტემბერს მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა, ღირსი თეოქტისტეს, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველის, წმიდისა თებე დიაკონისას, მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელის, მღვდელმოწამე არისტიონის, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის და იოანიკესი, სერბელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.   მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები: თეოფილე...
16 Σεπτεμβρίου, 2019 - 18:45

საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 16 სექტემბერი

Διαδώστε:
საეკლესიო კალენდარი:2019 წლის 16 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 სექტემბერს მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა, ღირსი თეოქტისტეს, ღირსი ექვთიმე დიდის თანამმარხველის, წმიდისა თებე დიაკონისას, მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელის, მღვდელმოწამე არისტიონის, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის და იოანიკესი, სერბელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები

მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონი, მიგდონი, პეტრე, ინდისი, გორგონი, ზენონი, დომნა ქალწული და ექვთიმე  და სხვა მოწამეები მაშინ აღესრულნენ ქრისტესთვის, როცა დიოკლეტიანე და მაქსიმიანე (284-305) გააფთრებით იბრძოდნენ ქვეყანაში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმოსაფხვრელად.

 

ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა

ღირსი თეოქტისტე, თანამმარხველი ექვთიმე დიდისა თავდაპირველად ღირს ექვთიმესთან (ხს. 20 იანვარს) ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ექვთიმეს მიერ იერუსალიმის მახლობლად დაარსებული სავანის წინამძღვრად აირჩიეს. გარდაიცვალა 467 წელს.

წმიდა თებე დიაკონისა

წმიდა თებე კენქრეის ეკლესიის (კორინთოს ნავსადგურში) დიაკონისა იყო. პავლე მოციქული მას იხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16.1-2).

 

წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი

წმიდა აღმსარებელი ბასილისა ნიკომიდიელი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის, ამ დროს გოგონა ცხრა წლის იყო, მან ნიკომიდიის მმართველ ალექსანდრეს წინაშე  აღიარა ქრისტე. მმართველი ჯერ ალერსით ცდილობდა მის გადმობირებას, შემდეგ კი, გოგონას სიმტკიცით გააფთრებულმა, მისი წამება ბრძანა. ნეტარი სასტიკად გვემეს, ცეცხლზე დაკიდეს, გახურებულ ქურაში შეაგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად… მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა, ყველა ამ სატანჯველს უვნებლად გამოაღწია. ამ სასწაულმა ალექსანდრე უფლის ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნა, ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ყრმას და შენდობა და უფლის წინაშე მეოხება სთხოვა. წმიდა ბასილისამ სიხარულით ადიდა ღმერთი. მოუწოდეს ეპისკოპოსს, რომელმაც ალექსანდრე დამოძღვრა და კათაკმევლად დაადგინა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მმართველმა კეთილმსახურებაში გაატარა.

წმიდა ბასილისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 309 წელს.

 

მღვდელმოწამე არისტიონი – ალექსანდრიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე არისტიონი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის შეიპყრეს და სირიის ალექსანდრიის მმართველს მიჰგვარეს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიესაჯეს. ნეტარის მარტვილობის თარიღი უცნობია.

 

წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი

წმიდა მოწამე იოანიკე, სერბეთის პატრიარქი წარმოშობით ქალაქ პრიზრენიდან იყო. ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი მეფე კარლოს სერბის მდივანი იყო, შემდეგ კი, 1339 წლიდან, – ეკლესიას განაგებდა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1346 წელს სრულიად სერბეთის მღვდელმთავართა კრებამ, რომელსაც ბულგარეთის პატრიარქიც ესწრებოდა, მეფე დუშანის სურვილით მთავარეპისკოპოსი იოანიკე სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად აირჩია. წმიდა მამა 1349 წლის 3 სექტემბერს მიიცვალა. დაკრძალულია პეჩის სავანეში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων