20/11/2023 20/11/2023 2023 წლის 17 ნოემბერს ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვ.ვ. ყიფშიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დისტანციურ ფორმატში ისაუბრა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. როგორც Патриархия.ru იუწყება ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებაზე დაყრდნობით, თავის ათწუთიან გამოსვლაში ვ.ვ. ყიფშიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათწლეულების განმავლობაში უღვთო დევნა განიცადა....
20 Νοεμβρίου, 2023 - 14:40

საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

Διαδώστε:
საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

2023 წლის 17 ნოემბერს ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვ.ვ. ყიფშიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დისტანციურ ფორმატში ისაუბრა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. როგორც Патриархия.ru იუწყება ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებაზე დაყრდნობით, თავის ათწუთიან გამოსვლაში ვ.ვ. ყიფშიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათწლეულების განმავლობაში უღვთო დევნა განიცადა. 100 წლის წინ, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მორწმუნეები სახელმწიფოს მტრები გახდნენ. სარწმუნოების გამო მათ დევნიდნენ, ტაძტრებს აფეთქებდნენ და ართმევდნენ, სპობდნენ რელიგიური ისტორიის მახსოვრობას.

„ჩვენ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ რწმენის გამო დევნის ისტორია ჩვენს დროში უკრაინაში განმეორდებოდა. მაგრამ სიტუაციის ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის – უკრაინელთა უმრავლესობის რელიგიური თემის – ტოტალური განადგურება“, – ხაზგასმით აღნიშნა ვ.ვ. ყიფშიძემ.

ეკლესიის წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა, რომ მორწმუნეთა უფლებების დარღვევას ადასტურებენ როგორც გაეროს სტრუქტურები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. ამის შესახებ, მისი თქმით, ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის ანგარიშში, ასევე ეს დაამოწმა უკრაინელმა ჟურნალისტმა იან ტაქსიურმა 2023 წლის 26 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ სექტემბერში ამერიკელმა ადვოკატმა ბობ ამსტერდამმაც ისაუბრა პოპულარულ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან. ევროპის ქრისტიანი მეცნიერებიც აღიარებენ რელიგიური თავისუფლების დარღვევას. ასე მაგალითად, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა თომას ბრემერმა 2023 წლის 15 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც უარყო ეგრეთ წოდებული რელიგიური ექსპერტიზის შედეგები, რომელიც მზადდებოდა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიკვიდაციის გასამართლებლად.

ვ.ვ. ყიფშიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ არაერთხელ გაუგზავნა მიმართვა გაეროს გენერალურ მდივანს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს მეთაურებს, სადაც მიუთითა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა უფლებების მასობრივ დარღვევებზე.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო საზოგადოებაში არავის აინტერესებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ურცხვი განადგურება, რომელიც აერთიანებს ათობით მილიონ მორწმუნეს. უფრო მეტიც, რუსეთის რელიგიური ორგანიზაციების გამოსვლები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრების დასაცავად, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განიხილება როგორც დევნის კიდევ ერთი საბაბი “, – განაცხადა საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ.

თავისი გამოსვლის დასასრულს, მან აღნიშნა, რომ „უკრაინაში მშვიდობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი – ეს იქნება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის შეწყვეტა“ და მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გვერდზე გადადოს პოლიტიკური უთანხმოებები და დაიცვას რიგითი მორწმუნეები უპრეცედენტო რეპრესიებისგან. სამღვდელონი და საერონი, მონაზვნები და ეპისკოპოსები არ უნდა იქცნენ გასაცვლელ მონეტად მსოფლიო პოლიტიკაში.

„თუ თქვენ, გაეროს უშიშროების საბჭოს პატივცემულო წევრებო, არ გადადგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების აღსადგენად, მაშინ ხალხის რწმენის დაცინვა გაგრძელდება“, – დაასკვნა ვ.ვ. ყიფშიძემ.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων