17/11/2026 17/11/2026 ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ნათლულებს 710 ბავშვი შეემატა. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III, რომელმაც თავისი ნათლულები დალოცა. პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღე...
17 Νοεμβρίου, 2026 - 12:35

სამების საპატრიარქო ტაძარში საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა

Διαδώστε:
სამების საპატრიარქო ტაძარში საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა

ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ნათლულებს 710 ბავშვი შეემატა.

საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III, რომელმაც თავისი ნათლულები დალოცა.

პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღე მიულოცა ახალნათელღებულთა მშობლებს, ნათლიებსა და სრულიად საქართველოს, ისაუბრა ნათლობის საიდუმლოსა და ადამიანის ცხონებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ, რის შემდეგაც თავისი ნათლულები კიდევ ერთხელ დალოცა.

ბოლოს ახალნათელღებულებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები დაურიგდათ.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων