14/09/2019 14/09/2019 2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. სამეცნიერო საბჭომ განიხილა მისაღები გამოცდების შედეგები. აღინიშნა, რომ აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სამეცნიერო საბჭოს წევრებს გააცნო გადაწყვეტილება ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრიდან კანონიკური სამართლის ცალკე,...
14 Σεπτεμβρίου, 2019 - 15:14
Τελευταία ενημέρωση: 14/09/2019 - 15:20

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

Διαδώστε:
სამეცნიერო საბჭოს სხდომა

2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
სამეცნიერო საბჭომ განიხილა მისაღები გამოცდების შედეგები. აღინიშნა, რომ აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სამეცნიერო საბჭოს წევრებს გააცნო გადაწყვეტილება ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრიდან კანონიკური სამართლის ცალკე, დამოუკიდებელ კათედრად გამოყოფის შესახებ. მისი თქმით, კანონიკური სამართლის კათედრის დაარსება ხელს შეუწყობს მომავალში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ამ დარგის უკეთ განვითარებას. სამეცნიერო საბჭომ მოიწონა აღნიშნული გადაწყვეტილება. სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თბილი და საქმიანი გარემოა შექმნილი, მაღალ დონეზე იცვება სამეცნიერო დისერტაციები. აღნიშნულ სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წესრიგს, ლექციების დროულად დაწყებასა და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებას.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων